Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი

საკონსულო განყოფილება

მოქალაქეთა მიღება საკონსულო სამსახურში ხორციელდება ყოველდღიურად 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, მხოლოდ წინასწარი ჩაწერით

სიახლეები

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია  გრძელდება
საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია  გრძელდება

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია გრძელდება

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის, ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის საქმიანი კავშირების გაღრმავების მიზნით, 2026 წლის 2 ოქტომბერს, ვარშავაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია და B2B შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთში მოქმედი წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა
ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა

პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმისა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ერთობლივი ორგანიზებით, 30 სექტემბერს, მუზეუმში მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდის, ქალთა შორის ხუთგზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრების, მიღწევებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებამ საზეიმოდ დახურა პოლონეთის ჭადრაკის ფედერაციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - „History Written with Pieces”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ვარშავაში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ვარშავაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ვარშავაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი სასანიამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონფერენციაში — „Beyond Digitalisation – Operating Health Systems with Data, AI and Cybersecurity at Scale“.

ქარველი დეველოპერები ვარშავაში

ქარველი დეველოპერები ვარშავაში

საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა „NEXT“ ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სივრცე The Warsaw HUB-ში განთავსდა, სადაც გლობალური კომპანიების რეგიონული ოფისებია განლაგებული და პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბია.

საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ვარშავაში

საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ვარშავაში

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვარშავას საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.

ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პოლონური მარკეტინგული კომპანიის People PR-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქ. ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია - „Georgian Grand Tasting 2026“ გაიმართა.