Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

დიანა ჟღენტი

დიანა ჟღენტი დაიბადა ქ. თბილისში 1980 წელს. 2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ამავე წელს მან სტაჟირება გაიარა და შემდგომ უკვე მუშაობა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იურიდიულ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე (უფროსი სპეციალისტი, განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი).

2004 წელს იგი შეუერთდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს იურიდიული დეპერტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ხოლო 2005 წელს სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციით დაინიშნა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2006 წლიდან კი საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად.

2007-2008 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

2009 წელს მან მუშაობა განაგრძო არასამთავრობო სექტორში, კერძოდ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" სხვადასხვა პროექტების დირექტორად, იყო ორგანიზაციის ფონდების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირი, 2010 წელს ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა გამგეობის წევრად 3 წლის ვადით.

2013 წლის 15 ივლისს იგი დაბრუნდა დიპლომატიურ სამსახურში და დაინიშნა ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ კონსულად.

2018 წელს, ერთი წლის ვადით, იგი არჩეულ იქნა ქ. ნიუ იორკში უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად.

2023 წლის 15 იანვრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

იგი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.