Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია გრძელდება

აქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის, ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის საქმიანი კავშირების გაღრმავების მიზნით, 2026 წლის 2 ოქტომბერს, ვარშავაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია და B2B შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთში მოქმედი წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტმა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებაზე, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დინამიკაზე, ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალსა და საქართველოსა და პოლონეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის