ვარშავაში, „ქართულ-პოლონურ მეგობრულ სახლთან“ არსებულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ვარშავაში, „ქართულ-პოლონურ მეგობრულ სახლთან“ არსებულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ღონისძიებას დაესწრო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი, რომელმაც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ელჩმა პოლონეთში ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესში საკვირაო სკოლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
ღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლის პროექტმა - „დედაენა გვაერთიანებს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებული პროგრამის - ,,ჩვენი ქართული სკოლა“ - საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. საგარეო უწყების პროგრამა მიზნად ისახავს ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერას. მოპოვებული დაფინანსება ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლის შემდგომ განვითარებასა და ახალი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას.
საკვირაო სკოლას ვარშავის აჯანყებაში გმირულად დაღუპული, ირენა (ირინა) სხირტლაძის სახელი მიენიჭა.
ვარშავაში საკვირაო სკოლა უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და ქართველ და პოლონელ ბავშვებს ქართული ენის შესწავლის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.