საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა
დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამგზავრო დოკუმენტს გაუვიდა მოქმედების ვადა, დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან არ ფლობთ მას.
არასრულწლოვანსა და ქმედუუნარო პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. ამასთან, არასრულწლოვანზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა.
საკონსულოში ვიზიტის დასანიშნად ან დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მისაღებად გთხოვთ მოახდინოთ ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე https://geoconsul.gov.ge/
თუ სასწრაფოდ გესაჭიროებათ დასაბრუნებელი მოწმობის მიღება, ვებ-გვერდზე მომსახურების მიღების ფორმაში მიუთითეთ "საფოსტო გზავნილი" და მობრძანდით საკონსულო სამსახურში ნებისმიერ სამუშაო ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, 10:00 - 13:00 საათებში.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანი პირისთვის (18 წლიდან)
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანი პირისთვის (0-17 წლის)
სრულწლოვანი პირისთვის დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5 x 4.5 ელექტრონულ ფორმატში (ფლეშ-მატარებელზე, CD დისკზე ან ელ. ფოსტის მეშვეობით);
დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა 14 დღის მოქმედების ვადით.
არასრულწლოვანი პირისთვის დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5 x 4.5 ელექტრონულ ფორმატში (ფლეშ-მატარებელზე, CD დისკზე ან ელ. ფოსტის მეშვეობით);
-
არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა. პოლონეთში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით;
დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა 14 დღის მოქმედების ვადით.