Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ვარშავაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი სასანიამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონფერენციაში — „Beyond Digitalisation – Operating Health Systems with Data, AI and Cybersecurity at Scale“.
კონფერენციას, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტრო მასპინძლობს, ჯანდაცვისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემებში მათ გამოყენებას ეძღვნება, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის, ინტერპერაბელურობის, კიბერუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის მიმართულებით