პოლონეთში ქართული დიასპორის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ულოცავს თორნიკე ცირეკიძეს ქართული დიასპორის ახალ თავმჯდომარედ არჩევას.
მადლობა გვსურს, ასევე გადავუხადოთ ბატონ დავით ადამაშვილს დიასპორის თავჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის.
პილონეთში ქართული დიასპორის ყრილობა, საქართველოს საელჩოში 15 მარტს გაიმართა, სადაც თავმჯდომარესთან ერთად ვიცეთავჯდომარეები და სარევიზიო საბჭოს წევრები აირჩიეს.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა დიანა ჟღენტმა, რომელმაც ქართული დიასპორის მნიშვნელობასა და ერთიანობაზე ისაუბრა. ელჩმა ახლად არჩეულ პირებს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში