შეხვედრა პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელ ქალბატონებთან
პოლონეთში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, დედის და ქალთა დღეების
აღსანიშნავად მიღება გაიმართა.
ელჩმა დიანა ჟღენტმა მისასალმებელ სიტყვაში ქალბატონებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და ისაუბრა ქალთა მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებული მადლიერება ელჩმა ემიგრაციაში მყოფი ქალბატონების მიმართ გამოხატა: “ჩვენი დიასპორის ყველა საოცარ დედასა და ქალბატონს გისურვებთ სიყვარულით სავსე დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს. თქვენი ძალა, სიყვარული და ლიდერობა ფასდაუდებელია.
