ოფიციალური შეხვედრა ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალთან
აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, იყო შეხვედრის ძირითადი თემა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის, ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალთან ქშიშტოფ მაისთან გაიმართა.
ვიცე-მარშალი, პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიანა ჟღენტს შეხვდა. მხარეებს შორის აქცენტი გაკეთდა, როგორც ტურისტული კუთხით თანამშრომლობაზე ასევე დაისახა გეგმები, რომ საფუძველი ჩაეყრება სხვადასხვა მიმართულების ახალ პროექტებს. საქართველოს საელჩოს დელეგაციის ყველა შეხვედრას ქვემო სილეზიაში, საპატიო კონსული ვოიჩიეხ ვრუბელი ესწრებოდა.