Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
2023 წლის 6 სექტემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე კარპაჩის 32-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მხრიდან ძირითადი გამომსვლელები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ხოლო პოლონური მხრიდან სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ბარბარა ბარტუსი და პაველ კოვალი.
პანელს მოდერირებას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
ქართული დელეგაციის გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა საქართველო-პოლონეთის ისტორიულ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე. პანელურ დისკუსიაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის მიმოხილვას, მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის შესაბამის რეკომენდაციებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციაზე და ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ჩართულობაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე დასავლელი პარტნიორების, მათ შორის პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ქართული მხარის ინიციატივებს, ევროკავშირთან ფიზიკური და სექტორული ინტეგრაციის გაძლიერების მიმართულებით.
პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და დადებითად შეაფასა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევა.