Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
 
გრძელდება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ვარშავაში. დღეს შეხვედრა გაიმართა პოლონეთის სამთავრობო სააგენტოს : „ მომავლის ინდუსტრიის პლატფორმის“, ხელმძღვანელებთან. მხარეებს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიანა ჟღენტმა უმასპინძლა.
განიხილეს ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის საკითხები,
თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ორივე ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი. საქართველო გეგმავს, ჩაერთოს ერთობლივ პროექტებში პოლონეთთან, რომლებიც შემდგომ საერთაშორისო ბაზარზე გავა.
„ ჩვენთვის პოლონეთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს, როგორც პოლიტიკურ დონეზე ასევე სექტორულად. ძალიან გვინდა გავიზიაროთ ის წარმატებული გამოცდილება რაც პოლონეთმა ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაიარა. დიდი სურვილი გვაქვს, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდეს“- განაცხადა დიანა ჟღენტმა.