საზეიმო მიღება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსი, პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა. მიღებაზე გაჟღერდა მუსიკალური კომპოზიციები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების შემოქმედებიდან, რომლებიც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ირაკლი შარაძემ შეასრულა.