Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
აქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა „NEXT“ ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სივრცე The Warsaw HUB-ში განთავსდა, სადაც გლობალური კომპანიების რეგიონული ოფისებია განლაგებული და პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბია.
ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პარტნიორები, საერთაშორისო ინვესტორები და პოლონური ბიზნეს საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, დიანა ჟღენტმა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონელების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ სტაბილურად მზარდია. საქართველომ უკვე მყარად დაიმკვიდრა თავი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ჰაბად, რომელიც ბიზნესს ლიბერალურ და ეკონომიკურ გარემოსა და ევროპისა და აზიის გასაყარზე ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობას სთავაზობს.