საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ვარშავაში
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვარშავას საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.
27 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა დელეგაციის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ კომახიძემ, ანჩისხატის ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ, ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარმა იღუმენმა ლუკა ფალავანდიშვილმა, თბილისის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა შალვა ჯაჯანიძემ და პოლონეთში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღოლმა დეკანოზმა დავით აფხაზმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომლებიც აღნიშნულ საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
ქ. ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, საპატრიარქოს დელეგაციამ და საელჩოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს პოლონეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მათი მემორიალი, რომელიც ვარშავის აჯანყების მუზეუმში მდებარეობს.
დელეგაციის წევრებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ასევე ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ოფიცრების ხსოვნას, საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.
28 ივნისს ვარშავის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა საღმრთო ლიტურგია. ტაძარში დაბრძანებული იყო საპატრიარქოს დელეგაციის მიერ ჩამოტანილი სიწმინდეები - ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებელისა და სალოსის ხატი და წმინდა ნაწილები
