Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

14 ოქტომბერს, ქალაქ ვარშავაში ქართულ-პოლონური ბავშვთა საკვირაო სკოლა და ქართული სახლი გაიხსნა

 
14 ოქტომბერს, ქალაქ ვარშავაში ქართულ-პოლონური ბავშვთა საკვირაო სკოლა და ქართული სახლი გაიხსნა. ინიციატივა ერების ხსოვნის ფონდს ეკუთვნის. საკვირაო სკოლაში, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ქართული და პოლონური ენები, გაეცნონ ორი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. ღონისძიებას, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო. მისი განცხადებით, საელჩო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივას.
დიანა ჟღენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი, სწორედ საკვირაო სკოლების მხარდაჭერას ითვალისწინებს