ქართული ღვინის დეგუსტაცია-მასტერკლასი
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქალაქ ვარშავაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-მასტერკლასი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 25-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო.
ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ზურაბ ხუციანიძე დაესწრო, რომელიც პირადად გაესაუბრა ყველა მწარმოებელს, დაათვალიერა სტენდები და მასტერკლასის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, პოლონეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში, მსგავსი სახის ღონისძიებები რეგულარულად ტარდება.