შეხვედრა "Google "-ის ვარშავის ოფისში
13 ივნისს, „Google“-ს ვარშავის ოფისში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას, საელჩოს პირველი მდივნის ზურაბ ხუციანიძისა და საელჩოს კონსულტანტის ეთერ მამუკელაშვილის მონაწილეობით. შეხვედრაზე ისაუბრეს არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის, სტარტაპ აქსელერაციის და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.
დღესვე გაიმართა შეხვედრა ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს შორის
მემორანდუმი გაფორმდა რომლის მიზანია, ცენტრის გამოცდილების გაზიარება.