შეხვედრები კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში
პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე კარპაჩის 32-ე ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი და გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი, კარპაჩის ფორუმის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს: “აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტის“ ფონდის ხელმძღვანელს იეჟი ბოხინსკის შეხვდნენ. მხარეებს შორის საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის, ახალი სამომავლო პროექტების ორგანიზებაზე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ფონდის ხელმძღვანელობა საქართველოში მიიწვიეს.
გაფორმდა ორმხრივი მემორანდუმი: “ Foundation for Eastern Studies” და სქართველოს ეკონომიკურ ფორუმს შორის.