Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

სადეგუსტაციო ლანჩი ქალი-ელჩებისთვის

           ეროვნული სამზარეულოსა  და ღვინის პოპულარიზაცია,  კულტურული დიპლომატიის განუყრელი ნაწილია, სწორედ ამ მიზნით, 28 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა  დიანა ჟღენტმა პოლონეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებულ ქალ ელჩებს უმასპინძლა.  სადეგუსტაციო ლანჩს, პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაველ კოვალიც დაესწრო.

           მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულო, სადეგუსტაციო ლანჩზე   წარმოდგენილი იყო როგორც ევროპული ტექნოლოგიით ასევე ტრადიციული ქართული წესით დაყენებული ქა ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

          დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, დაგემოვნებასთან ერთად, ქართული  კულტურის განუყრელი ნაწილის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ, არაერთი საინტერესო დეტალი შეიტყვეს.