საზეიმო მიღება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა.
გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და მისწრაფებებზე, ასევე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის სატრანზიტო დერეფნებზე.ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, პოლონეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა სტუმრები.