პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, 7 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, 7 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 500-ზე მეტი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ჩემპიონატში საქართველოდან 12 სპორტსმენი ასპარეზობდა.
ქართველმა მოჭადრაკემ ნიკოლოზ კაჭარავამ, ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო. საბოლოოდ ნიკოლოზ კაჭარავამ 11 პარტიიდან 8 ქულა დააგროვა X ადგილზე გავიდა და მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება შეძლო.
ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალურ მატჩებსა და დახურვის ცერემონიას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი, მან ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, ნიკოლოზ კაჭარავას პარტიაში საპატიო პირველი სვლა გააკეთა.
