Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ეროვნული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.
ვარშავაში ქართული კულტურის დღეებს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო, მან სიტყვით მიმართა შეკრებილ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სრულიად საქართველოს