შეხვედრა ქართულ დიასპორასთან
28 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მიღება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დიანა ჟღენტის სახელით გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლები: ვარშავიდან, კრაკოვიდან, ვროცლავიდან, ლოძიდან, გდანსკიდან და პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიანა ჟღენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მან აქცენტი გააკეთა დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს საელჩოში რეგულარულად გაიმართება.