შეხვედრა საკვირაო სკოლებთან დადიასპორის წარმომადგენლებთან
4 ივნისს ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში, არსებული ქართული საკვირაო სკოლებისა და დიასპორის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვარშავის, გდანსკის, შჩეცინსა და პოზნანის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა, რომელმაც აქცენტი გააკეთა დიასპორის მნიშვნელობასა და იმ პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანოზატორი დეკანოზი დავით “აფხაზი” იყო.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ,საკვირაო სკოლების აღსაზრდელთა კონცერტი გაიმართა.