Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
 

ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ვიზიტის დაჯავშნა და პასპორტის წარმოდგენა.

ნასამართლობის ცნობა გაიცემა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირზე. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად, ცნობა შესაძლოა გაიცეს ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოლონეთში არსებული პრაქტიკით, ცნობების მოქმედების ვადა შეადგენს გაცემიდან 1 თვეს.

ცნობა გაიცემა 10 დღის ვადაში. მომსახურება უფასოა.

 

მოქალაქეთა მხრიდან, ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულ ცნობაზე განაცხადის შემოტანა შესაძლებელია დაჩქარებული წესით. ამისთვის, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე, მომსახურების მიღების ფორმაში, კალენდარში თარიღის არჩევის მაგივრად, მონიშნეთ "საფოსტო გზავნილი" და დაასრულეთ რეგისტრაცია.

აღნიშნულ ცნობაზე განცხადებების რიგგარეშე მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო სამშაბათს და პარასკევს 10:00 - 13:00 საათებში.

 

 



მართვის მოწმობის ნამდვილობის შესახებ ცნობის მისაღებად საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ვიზიტის დაჯავშნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  2. მართვის მოწმობა;

  3. მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოლონეთში არსებული პრაქტიკით, ცნობების მოქმედების ვადა შეადგენს გაცემიდან 1 თვეს.

ცნობა გაიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი დასტურის მიღების საფუძველზე.

 


 

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ვიზიტის დაჯავშნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  2. შევსებული ანკეტა;

  3. მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  4. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღები პირი იმყოფებოდა ქორწინებაში - წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა და ა.შ.);

ცნობა გაიცემა 10 დღის ვადაში.