Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ადამიანური განზომილების კონფერენცია - Warsaw Human Dimension Conference (WHDC).

2023 წლის 2-13 ოქტომბერს, ვარშავაში ეუთო-ს ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობის ორგანიზებითა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით გაიმართა ადამიანური განზომილების კონფერენცია - Warsaw Human Dimension Conference (WHDC). კონფერენციის ფარგლებში, ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს პარალელური ღონისძიება - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებულ სიტუაციაზე.