სპექტაკლ "მასკარადის" კინოჩვენება
მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს, პოლონეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, კონსტანტინე ციციშვილის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „მასკარადის“ კინოჩვენება შედგა.
ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ეკრანიზაცია კონსტანტინე ციციშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის მე-60 წლისთავს მიეძღვნა.