საქართველოს საელჩომ, ქართული დიასპორის მანდილოსნებს უმასპინძლა.
გაზაფხულის დღესასწაულების აღსანიშნავად, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ქართული დიასპორის ქალებს უმასპინძლა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონიმიკურ და სოციალურ სფეროებში ქალთა მნიშვნელოვან როლზე.
განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ემიგრაციაში მყოფი ქალების ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყანაში ადაპტირებისა და ამავე დროს თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო
სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალების ავტობიოგრაფიული სტენდები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით არაერთი სფეროს განვითარებაში.