საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალია სამუშაო ვიზიტი ვარშავაში
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
2023 წლის 28 სექტემბერს, გაიმართა შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვოიჩეხ გერველთან. საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტის შესრულებისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხებს.
ამასთან , მხარეებმა იმსჯელეს ქართულ-პოლონურ სამომავლო ორმხრივ თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობა ტრანსპორტირებისა და ენერგოუსაფრთხოების სფეროებში.