საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ელჩმა ასევე აღნიშნა პოლონეთში ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ორი ერის დაახლოების პროცესში. დიანა ჟღენტმა განსაკუთრებულ თარიღს გაუსვა ხაზი - საქართველო წელს ქრისტიანობის სახელწმიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
