Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მესამე ევროპული თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

 
პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში, მესამე ევროპული თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. „კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“-ი ორი ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოდან სპორტის 16 სახეობაში, 99 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
გახსნის საზეიმო ცერემონიას, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო, რომელმაც დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქართველ სპორტსმენებს გამარჯვება უსურვა.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი აღლუმს დაეთმო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ სპორტსმენებთან ერთად, აღლუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა. ჩვენი ნაკრების გუნდის მედროშეები იყვნენ მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე და ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.
ღონისძიებას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, სპორტსმენები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.