საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
პროექტის მიზანი:
ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://italy.mfa.gov.ge/…/055174-sagareo-saqmeta…
