Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვარშავაში მეთვრამეტე საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა

ვარშავაში მეთვრამეტე საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედის პატრონაჟით ტარდება და ორგანიზებულია პოლონეთში აკრედიტირებული მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეების მიერ.
წელს საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში, ტრადიციული სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს ხელნაკეთი ნივთები და ეროვნული პროდუქცია შესთავაზეს. საქველმოქმედო ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო.
საშობაო საქველმოქმედო ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო, პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედი მარტა ნავროცკა, რომელიც საქართველოს სტენდს ესტუმრა.
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში მადლობას უხდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და ქართულ კომპანიებს მხარდაჭერისათვის.