Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის ვიზიტი აღმოსავლეთ ვიელკოპოლსკასა და ლოძის სავოევოდოში

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ ვიელკოპოლსკასა და ლოძის სავოევოდოს ესტუმრა. შეხვედრები გაიმართა უნიეიოვსა და ჟგოვში.
ქალაქი უნიეიოვი 2013 წლიდან დამეგობრებულია ქალაქ წყალტუბოსთან. ორივე ბალნეოლოგიური კურორტი, უნიკალური თერმული წყლებითა და ფართე სამკურნალო პოტენციალით გამოირჩევა. საუბრის ძირითადი თემები იყო პარტნიორ ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობა და სამედიცინო ტურიზმის განვითარება.
ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქალაქ ჟგოვშიც, რომელიც უკვე წლებია დამეგობრებულია ონის მუნიციპალიტეტთან. ჟგოვის მუნიციპალიტეტის მერმა გჟეგოჟ მატუშიაკმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში მიმდინარე სიახლეების შესახებ. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ისტორიული სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რაც რეგიონალური თვითმართველობის მიმართულებით, კონკრეტულ ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებშიც აისახება.