სუხიშვილების ევროპული ტურნე პოლონეთის რესპუბლიკაში გაგრძელდა
5 თებერვალს, ვარშავის ოპერის თეატრმა, ქართული ნაციონალური ბალეტის დასს უმასპინძლა. პოლონეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში, სუხიშვილების ტურნე დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ვარშავის ოპერაში გამართულ კონცერტს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო. მან კონცერტის დასრულების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელებს, მორიგი წარმატებული გამოსვლა მიულოცა.