Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავი

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში
აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოგონებისა და მათი ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს დელეგაცია სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან ერთად მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა. როგორც დელეგატები ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი, საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დავით კურტანიძე და კულტურის სამინისტროს თანამშრომელი შორენა ციცაგი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილმა ადამიანებმა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი.