ამხანაგური თამაში ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა
პოლონეთის რესპუბლიკის ქ. ლოძის მუნიციპალურ სტადიონზე, რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ნაკრებმა, პოლონეთის ეროვნული ნაკრები სოლიდური ანგარიშით 52:26 დაამარცხა. ამხანაგურ თამაშს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო. მატჩის დასრულების შემდეგ, დიანა ჟღენტმა ქართველ მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა და პოლონეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან დარიუშ ოლშევსკისთან ერთად, გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა.