Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ვარშავაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი GITA-ს დელეგაცია NCBR-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვარშავაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი, საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია, NCBR-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის ორი მსგავსი პროფილის სააგენტოს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას.
შეხვედრას, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დიანა ბალარჯიშვილი ესწრებოდა.
GITA-ს ხელმძღვანელმა, პოლონელ კოლეგებს, ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს, მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა, მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, რაც მომავალში გაზრდის საინვესტიციო კაპიტალს და წაახალისებს კერძო საწარმოებს გაააქტიურონ და გააფართოვონ ბიზნესი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, საქართველოში დაგეგმილი ახალი პროექტების განხორციელებაზე, რაც ტექნო პარკების, ლაბორატორიებისა და სხვა საინოვაციო სტრუქტურების განხორციელებას ითვალისწინებს.
პოლონური მხარის წარმომადგენლებმა, ქართველ კოლეგებს ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და სხვადასხვა ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა შესთავაზეს.