გიწვევთ შაორის საზაფხულო ბანაკში
მიმდინარე წლის 21 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება „ახალგაზრდული ბანაკი“ შაორის ტბის მიმდებარედ ( ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას. მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ უცხოეთში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე.
მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. წელს ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება მხოლოდ 1 ნაკადად - თარიღი:
21-25 ივლისი, 2024წ. ადგილმდებარეობა - შაორი.
გთხოვთ დროის სიმცირის გამო, შესაძლო ხანმოკლე ვადებში 12 ივლისამდე შეავსოთ განაცხადი:
თანხმობის ფორმისა და აუცილებელი ნივთების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტს:
https://www.facebook.com/shaori.ge