ვარშავის სამეფო საასახლეში გამართულ გამოფენას დიანა ჟღენტი დაესწრო
2 აგვისტოს, საქართველოს ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო ქ. ვარშავის სამეფო სასახლეში გამართულ გამოფენას - „უცხოელები ვარშავის აჯანყებაში“. ვარშავის აჯანყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ იქნა ორგანიზებული.
გამოფენაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი სტენდი, 1944 წლის ვარშავის აჯანყებაში მონაწილე ქართველ ოფიცრებს ეძღვნებოდა. პოლონეთის არმიაში 108 ქართველი ოფიცერი ირიცხებოდა, რომელთა ნაწილი 1944 წელს, პოლონელების მხარდამხარ ვარშავის გათავისუფლებისთვის გმირულად იბრძოდა.
მათ შორის გამორჩეულია 16 წლის ირინა სხირტლაძის თავდადება, რომელიც აჯანყების პირველ დღეებში აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში.
ქართველი ოფიცრების თავდადებას პოლონელი ხალხი არასდროს ივიწყებს. ქართველებისთვის კი ეს საამაყო ფურცელია ჩვენი მეგობრობის ისტორიაში.