Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

31 მაისს, ქალაქ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მიღებაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი, ქართული დიასპორა პოლონეთის რესპუბლიკაში. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ  მრავალი წლის წინ არსებულ  სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებზე, პოლონეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების თავდადებასა და  საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.  დამსწრე საზოგადოებას ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო სამსახურის  ხელმძღვანელმა არკადი ჟეგოცკიმ, რომელმაც საქართველო-პოლონეთის ისტორიულ მეგობრობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტები. მოწვეულმა სტუმარმა აღნიშნა, რომ პოლონეთის რესპუბლიკა  მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 

მიღებაზე შესრულდა პოლონეთისა და საქართველოს ჰიმნები.