Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა ვარშავის “ქართულ-პოლონური მეგობრობის სახლთან” არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა ვარშავის “ქართულ-პოლონური მეგობრობის სახლთან” არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში.
ოცამდე მოსწავლეს, რომლებიც საკვირაო სკოლაში აქტიურად ეუფლებიან ქართულ ენას, მართლწერას, ხელოვნებასა და ისტორიას სპეციალური დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი, რომელმაც “პოლიტიკური აზროვნების
ინსტიტუტის”დირექტორთან ადამ ლეშჩინსკითან ერთად, მოსწავლეებს ბავშვთა საერთაშორისო დღე და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა საკვირაო სკოლასა და საელჩოს შორის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.