ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პოლონური მარკეტინგული კომპანიის People PR-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქ. ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია - „Georgian Grand Tasting 2026“ გაიმართა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 40 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. ღონისძიებას პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ „Georgian Grand Tasting 2026“ მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ქართველი მწარმოებლების საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებისთვის. ღონისძიებამ ხელი შეუწყო საქმიანი კონტაქტების დამყარებას ქართველ მეღვინეებსა და პოლონელ ღვინის პროფესიონალებს შორის.
