შეხვედრა ქ. პოზნანში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან
8 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა, ქ. პოზნანის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა 12 წლის გაბრიელ ფირცხალაიშვილი, რომელმაც გაიარა მრავალეტაპიანი შესარჩევი კონკურსი და შეუერთდა პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო აკადემიის KKS Lech Poznan-ის ახალგაზრდულ გუნდს. ის ამ აკადემიის ერთადერთი ქართველი და ძალზედ წარმატებული მოსწავლეა.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დიანა ჟღენტმა, მომავალ ფეხბურთელს წარმატებები უსურვა, ასევე დიასპორის
წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებისკენ. მათ შორის აღინიშნა დიასპორის მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების მნიშვნელობა.