პოლონეთში ქართული სამრევლოს შექმნის სამი წლისთავი აღინიშნა
ოლონეთში ქართული სამრევლოს შექმნის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, ქ. ვარშავაში ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა და შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო.
ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადეობას და აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს ქართული დიასპორის ყველა საინტერესო წამოწყებასა და ინიციატივას. დიანა ჟღენტმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
