ქართველი მუსიკოსების კონცერტი ქ. გდანსკის ფილარმონიაში
ქალაქ გდანსკის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის ნიკა ნიკვაშვილისა და ქართველი სოპრანოს იანო თამარის კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურ საღამოზე შესრულდა არიები ცნობილი ოპერებიდან, ასევე წარმოდგენილი იყო კომპოზიციები ქართული კინო მუსიკიდან.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი. საქართველოს ელჩმა კონცერტის შემდეგ ქართველ ხელოვანებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა.