ოფიციალური შეხვედრა ქ. ვროცლავის მერიაში
პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა, ქვემო სილეზიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გამართა. ქ. ვროცლავის მერიაში, ელჩს ვიცე-მერმა იაკუბ მაზურმა უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმისა და საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ასევე ქ. ვროცლავის მერის მრჩეველი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში.
საუბრის ძირითადი თემა, ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იყო. ქ. ვროცლავში ქართული დიასპორა ფართედ არის წარმოდგენილი, აქტიურია ორმხრივი ტურისტული მიმოსვლა. უკვე წლებია ქ. ვროცლავი ქ. ბათუმთან დამეგობრებული ქალაქია.
დიანა ჟღენტის განცხადებით, მსგავსი სახის ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.