მემორანდუმი GITA-სა და კოპერნიკის ცენტრს შორის
ვარშავაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია, რომელსაც, პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა უმასპინძლა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აქტიურად მუშაობს ქუთაისში, ახალი ტექნოპარკის გახსნის პროცესზე.
სწორედ ამ მიზნით, დელეგაციის ვიზიტის დროს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს შორის. კოპერნიკის ცენტრი, ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრია მსოფლიოში, რომელიც აქტიურად ჩაერთვება, როგორც პერსონალის გადამზადების პროცესში,ასევე სააგენტო გაიზიარებს მათ გამოცდილებას, ექსპონატების შერჩევისას.
დელეგაციის წევრებმა, ცენტრი დაათვალიერეს .პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა და კოპერნიკის ცენტრის დირექტორმა რობერტ ფირმჰოფერმა, განაცხადეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.