ონლაინ შეხვედრა ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დიანა ჟღენტი დღეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ ფორმატში შეხვდა, სადაც ელჩმა მოსწავლეებს საქართველო-პოლონეთის ისტორიულ მეგობრობასა და ამჟამინდელ ურთიერთობებზე ესაუბრა.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა -პასუხით დასრულდა.