საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აგრძელებს უკრაინიდან ლტოლვილების ჰუმანიტარულ დახმარებას. 10 ივნისს, საქართველოს საელჩომ ვარშავაში მდებარე სოციალური დახმარების ცენტრში მყოფ უკრაინიდან ლტოლვილ ობოლ ბავშვებსა და მათ აღმზრდელებს საჭირო ნივთები, საკვები პროდუქტები და საჩუქრები გადასცა.

დახმარების გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სოციალური დახმარების ცენტრის თანამშრომლები. საქართველოს საელჩოს მადლიერების ნიშნად ერთ-ერთმა ლტოლვილმა ბავშვმა საკუთარი ნახატი გადასცა საჩუქრად.